31 ივლისს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე - ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციები.
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის“ (UN WOMEN) ფარგლებში.
ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში და მას უძღვება ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი - ინგა ბერიძე.